ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, წელიწადში 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდნენ
ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, წელიწადში 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდნენ

ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, წელიწადში 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდნენ.

ამ წინადადებას მხარს უჭერენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები. წარდგენილი კანონპროექტი უკრაინელი ოფიცრების წვრთნის მიზნით, დამატებით 4 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ივნისში პენტაგონში განაცხადეს, რომ კიევისთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებდნენ. ამასთან, დემოკრატები, რომლებიც ასიგნებების კომიტეტს აკონტროლებენ, ივლისის დასაწყისში გამოვიდნენ წინადადებით, 2021 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ 25 მილიონი დოლარი დაემატოს.

დამატებითი სახსრებით იგეგმება პირადი შემადგენლობის, შეირაღების, ლოჯისტიკისა და დაზვერვის მომზადება.

დატოვე კომენტარი