ამერიკელი სენატორები თურქეთისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ
ამერიკელი სენატორები თურქეთისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გამოვიდნენ. კერძოდ, სენატორები ითხოვენ, რომ თურქეთს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსებისა და სესხების მიღება შეეზღუდოს. სენატორების მიერ ინიცირებული პროექტში ნათქვამია, რომ სანქციები ძალაში იქამდე უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე ანკარა „უსამართლოდ დაპატიმრებულ აშშ-ის მოქალაქეებს არ გაათავისუფლებს“.

სენატორები მკაცრად აკრიტიკებენ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

სენატორები მოუწოდებენ მსოფლიო ბანკს და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს, დროებით შეაჩეროს თურქეთის დახმარება.

პასტორი ბრანსონი თურქეთში 2016 წელს მოწყობილი უშედეგო პუტჩის ორგანიზატორთა დახმარებაშია ბრალდებული. ის დანაშაულს უარყოფს.