ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადაცემას ითხოვენ
აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადაცემას ითხოვენ.
შესაბამისი თხოვნით წერილი სენატორებმა ტოდ იანგმა და ლინდსი გრემმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და ტიმ კეინმა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნეს.
„როგორ უყურებს ადმინისტრაცია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას?“ – აღნიშნულია წერილში.
სენატორები ითხოვენ სტრატეგიის შემუშავებას ევროკავშირთან, „დიდ შვიდეულსა“ და სხვა მოკავშირეებთან რუსული აქტივების გამოყენების თაობაზე, ასევე – უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების მხარდაჭერას.