ამერიკელი სამხედროები ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდნენ
ამერიკელი სამხედროები ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდნენ

ბრიტანული „გარდიანის“ ინფორმაციით, ამერიკელი გენერლების ჯგუფი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს ჩავა მოსკოვში, რათა კრემლთან განიხილოს ვაშინგტონის მიერ შემუშავებული „მშვიდობის გეგმა“.

„ამავე დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და „დიდი ოცეულის“ სხვა ქვეყნები G20-ის იოჰანესბურგის ორდღიანი სამიტის ფარგლებში განიხილავენ აშშ-ის მიერ შემუშავებულ გეგმას“, – წერს „გარდიანი”.

როგორც „გარდიანის“ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აგრესიას წაახალისებს, „ძალიან საშიშ“ გლობალურ პრეცედენტს შექმნის.

„აგრესიას უბრალოდ თუ დაემორჩილებით, ახალ აგრესიას გამოიწვევთ“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, რუსეთის მაგალითზე სხვა ქვეყნებსაც შეიძლება გაუჩნდეთ გაუჩნდეთ „მადა“ მეზობელი ტერიტორიების მიმართ.