ამერიკელი რეპერი შონ კომბსი დამნაშავედ მხოლოდ ერთ ეპიზოდში ცნეს, მუსიკოსს ბრალი ხუთ ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი 
ამერიკელი რეპერი შონ კომბსი დამნაშავედ მხოლოდ ერთ ეპიზოდში ცნეს, მუსიკოსს ბრალი ხუთ ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი 

ამერიკელი რეპერი შონ კომბსი, რომელსაც ხუთ ეპიზოდში ჰქონდა ბრალი წარდგენილი, დამნაშავედ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში – პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირებაში ცნეს.

ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ის უდანაშაულოდ მიიჩნია სექსუალურ ტრეფიკინგსა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში.

სასჯელის ფორმა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ 55 წლის მუსიკოსს სამუდამო პატიმრობა არ ემუქრება.