ამერიკელი რეპერი ქულიო გარდაიცვალა
ამერიკელი რეპერი ქულიო გარდაიცვალა

ამერიკელი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი მენეჯერის, ჯარეზ პოზის თქმით, მუსიკოსი მეგობრის სახლში, ლოს ანჯელესში, სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ცნობით, გულის შეტევა სახელდება.

მუსიკალური კარიერა ქულიომ 1980-იან წლებში დაიწყო და ჰიპჰოპის ისტორიაში საკუთარი ადგილი 1995 წელს Gangsta’s Paradise- ის ჩაწერის შემდეგ დაიმკვიდრა და გრემიც მოიპოვა.

ქულიოს ნამდვილი სახელი არტის ლეონ აივი ჯუნიორი იყო. მან კარიერის განმავლობაში რვა სტუდიური ალბომი ჩაწერა. გახდა ამერიკული მუსიკალური დაჯილდოებისა და სამჯერ MTV Video Music Awards-ის გამარჯვებული.