ამერიკელი მსახიობი ტაბ ჰანტერი გარდაიცვალა

23:20, 09.07.2018

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მომღერალი ტაბ ჰანტერი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Foxnews-ი ავრცელებს.

მსახიობს ათეულობით ფილმსა და მიუზიკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა 1950 წელს გადაღებულმა ფილმმა, The Lawless-მა და მიუზიკლმა Damn Yankees მოუტანა.

2005 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი „ტაბ ჰანტერი: კინოვარსკვლავის დაბადება“ დაწერა, რომელიც 2007 წელს ნიუ იორკის ბესტსელერი გახდა, 2015 წელს კი მის მიხედვით დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

მსგავსი