ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს
ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს

ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს.

როგორც ამერიკელი კანონმდებელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, კახა კუჭავას ლიდერობით ის მოუთმენლად ელოდება, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრული განხორციელება იხილოს.

„ჩემი მილოცვა ბატონ კახაბერ კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად მის არჩევასთან დაკავშირებით. მისი ლიდერობით, მე მოუთმენლად ველი, ვიხილო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრული განხორციელება და უფრო ნათელი მომავალი ქართველი ხალხისთვის“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი.