ამერიკელი გენერალი - უკრაინისთვის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად, ბრძოლის ველზე ახლა იდეალური პირობები არ არის
ამერიკელი გენერალი - უკრაინისთვის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად, ბრძოლის ველზე ახლა იდეალური პირობები არ არის

უკრაინისთვის F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად, ბრძოლის ველზე ახლა იდეალური პირობები არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა განაცხადა.

ამერიკელი გენერლის თქმით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საჰაერო თავდაცვის გარკვეული შესაძლებლობები და F-16-ების რაოდენობა, რაც იქნება მიწოდებული, შეიძლება, არ იყოს საკმარისი იმისთვის, რაც ახლა ხდება.

დუგლას სიმსმა ასევე ისაუბრა ამერიკული წარმოების „აბრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ ეს ტანკები როდესაც უკრაინაში ჩავა, ადგილზე სურათი შეიცვლება.