ამერიკელი გენერალი - სამხედრო წვრთნა „დამცველი 2020“ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული
ამერიკელი გენერალი - სამხედრო წვრთნა „დამცველი 2020“ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

სამხედრო წვრთნა „დამცველი 2020“ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ განცხადება ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა, ენდრიუ როლინგმა გააკეთა.

„ეს მანევრები არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან. ამით „დამცველი 2020“ განსხვავდება ცივი ომის პერიოდის წვრთნებისგან. საუბარია სხვადასხვა კრიზისული სცენარის დროს დაცვის ორგანიზებაზე“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

სწავლებები „დამცველი 2020“ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება. მანევრებში აშშ-სა და მისი მოკავშირეების 37 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნებში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ევროპაში გადაყვანის პროცესი მარტში დაიწყება. ძირითადი სატრანზიტო ქვეყნები პოლონეთი და გერმანია იქნება. როლინგის თქმით, ამერიკული ჯარების ევროპაში გადასროლა მინიმალურად აისახება გერმანიის მოქალაქეებზე, რადგან სამხედროების გადაადგილება ღამით მოხდება.