ამერიკელი გენერალი - რუსეთის ქმედებები საქართველოში ნიშნავს, რომ მას სურს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცეს
ამერიკელი გენერალი - რუსეთის ქმედებები საქართველოში ნიშნავს, რომ მას სურს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელ ჯოზეფ დანფორდის განცხადებით, რუსეთის ქმედებები საქართველოში, ყირიმსა და დონბასში, ცხადყოფს, რომ რუსეთს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა სურს.

ეს განცხადება ჯოზეფ დანფორდმა ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მათ სურს ევრაზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცნენ. თუ გადავხედავთ რუსეთის მიერ სამხედრო პოტენციალის გაზრდის გზას, თუ მოვისმენთ პუტინის განცხადებებს და შევხედავთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა საქართველოში, ყირიმსა და დონბასში, მაშინ სხვა დასკვნამდე ვერ მივალთ“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

დატოვე კომენტარი