ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ ტრამპის უკანონო ბრძანებას არ დაემორჩილება
ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ ტრამპის უკანონო ბრძანებას არ დაემორჩილება

ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ ტრამპის უკანონო ბრძანებას არ დაემორჩილება. აშშ-ის სტრატეგიული ძალების მეთაურის ჯონ ჰაიტენის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი უკანონო ბრძანებას გასცემს, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მაშინ ის უბრალოდ არ შეასრულებს ამ დავალებას.

„ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას ალტერნატიულ გამოსავლაზე“, – განაცხადა ჰაიტენმა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში გენერლის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ,  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს არ გამორიცხა, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კოერის წინააღდმეგ ბირთვული იარღის გამოყენება მოუხდეს.

გასულ კვირას, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, სენატში აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული დარტყმის განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემის წესის შეცვლაზე იმსჯელეს.