ამერიკელი ჟურნალისტის ცნობით, თეთრი სახლის ერთ-ერთ კედელზე ალასკაზე გადაღებული ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტოა
ამერიკელი ჟურნალისტის ცნობით, თეთრი სახლის ერთ-ერთ კედელზე ალასკაზე გადაღებული ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტოა

ამერიკელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლენდერსი სოციალურ ქსელში წერს, რომ თეთრი სახლის ვესტიბიულის ერთ-ერთ კედელზე ალასკაზე გადაღებული დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი ფოტოა.

„შევამჩნიე, რომ ვესტიბიულში, რომელიც რეზიდენციას დასავლეთ ფრთასთან აკავშირებს, ერთ-ერთ კედელზე დაკიდებულია ალასკაზე გადაღებული ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტო, რომელიც ადრე არ შემიმჩნევია“, – წერს ელიზაბეტ ლენდერსი და ფოტოს აქვეყნებს.