ამერიკელი დიპლომატი ჯეიმს რუბინი - უკრაინის პრეზიდენტი უფრო ღია უნდა იყოს უკრაინაში მიმდინარე ომის მდგომარეობაზე ინფორმაციის გასაჯაროების კუთხით
ამერიკელი დიპლომატი ჯეიმს რუბინი - უკრაინის პრეზიდენტი უფრო ღია უნდა იყოს უკრაინაში მიმდინარე ომის მდგომარეობაზე ინფორმაციის გასაჯაროების კუთხით

უკრაინის პრეზიდენტი უფრო ღია უნდა იყოს უკრაინაში მიმდინარე ომის მდგომარეობაზე ინფორმაციის გასაჯაროების კუთხით, – „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, ჯეიმს რუბინმა, რომელიც დეზინფრმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი.

„პოლიტიკოსთან“ საუბრისას ჯეიმს რუბინმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგჯერ უკრაინის მთავრობა, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ინფორმაციის თავისუფლებას.

„ზოგჯერ ომის რეპორტიორები ავრცელებენ ინფორმაციას, რაც სულაც არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერესებში, მაგრამ ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ დემოკრატიაში, რომლისკენაც მიისწრაფვის უკრაინა, ამბები ომიდან, ხანდახან თუნდაც ცუდი ამბები, ბევრად უკეთესია, ვიდრე კონტროლირებადი გარემო, რომელიც რუსეთმა შეუქმნა თავის მოსახლეობას“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.