ამერიკელი დემოკრატი სენატორი 25 საათის განმავლობაში აკრიტიკებდა ტრამპს და მასკს და სენატში უწყვეტად სიტყვით გამოსვლის რეკორდი დაამყარა

13:01, 02.04.2025
WASHINGTON, DC - JANUARY 27: Sen. Cory Booker (D-NJ) speaks during a Senate Foreign Relations Committee hearing on the nomination of Linda Thomas-Greenfield to be the United States Ambassador to the United Nations, on Capitol Hill on January 27, 2021 in Washington, DC. (Photo by Michael Reynolds-Pool/Getty Images)

აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა, კორი ბუკერმა სენატში უწყვეტი გამოსვლის რეკორდი დაამყარა და ტრიბუნიდან 25 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ილაპარაკა.

55 წლის სენატორმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის კამპანია, რომელიც ფედერალური მთავრობის მნიშვნელოვანი ელემენტების შემცირებას ითვალისწინებს.

წინა რეკორდი სამხრეთ კაროლინის სენატორს, სტრომ თურმონდს ეკუთვნოდა, რომელიც 1957 წელს დამყარდა. სტრომ თურმონდმა უწყვეტად 24 საათზე მეტ ხანს ილაპარაკა, რათა დაებლოკა კანონპროექტი, რომელიც აფროამერიკელებს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა. სენატორის მიზანი იყო ამ კანონპროექტის შეჩერება, მაგრამ არ გამოუვიდა.

უცხოური მედია წერს, რომ ეს არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება აშშ-ის სენატში. ამ დროს სენატორი განზრახ ძალიან დიდხანს გამოდის სიტყვით, რათა გააჭიანუროს დრო და შეაფერხოს ან საერთოდ შეაჩეროს კენჭისყრა რაიმე კანონპროექტზე.

ამავე დროს, კორი ბუკერის სიტყვით გამოსვლა არ იყო მიმართული რომელიმე კონკრეტული კანონპროექტის წინააღმდეგ, სენატორი მხოლოდ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის გეგმებს აკრიტიკებდა.

მსგავსი