ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ

ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სენატორს სახლთან ახლოს დაესხნენ თავს. რენდი პოლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის ამჟამად ჰოსპიტალშია.

სამართალდამცავებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. ის 59 წლის რენე ბუჩერი აღმოჩნდა, რომელიც სენატორის მეზობლად ცხოვრობს. პოლიციაში მომხდარის მოტივებზე არ საუბრობენ, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუჩერი და რენდი პოლი ხშირად კამათობდნენ საერთო მიწის ნაკვეთის გამო.
რენდ პოლი რესპუბლიკური პარტიის წევრია. ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.