ამერიკელ მსახიობს და პროდიუსერს, ჯეფ ბრიჯესს „ოქროს გლობუსი“ გადაეცემა
ამერიკელ მსახიობს და პროდიუსერს, ჯეფ ბრიჯესს  „ოქროს გლობუსი“ გადაეცემა

ამერიკელ მსახიობს და პროდიუსერს, ჯეფ ბრიჯესს  „ოქროს გლობუსი“ გადაეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. სესილ დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს მსახიობს 2019 წლის 6 იანვარს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცემენ.

ღონისძიება ტრადიციულად, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართება.

საპატიო ოქროს გლობუსი პირველად 1952 წელს რეჟისორ სესილ დემილის გადასცეს, რომლის სახელიც მოგვიანებით ეწოდა ჯილდოს.

სესილ დემილის სახელობის ოქროს გლობუსის მფლობელები არიან: უოლტ დისნეი, ჯოან კროუფორდი, გრეგორი პეკი, ალფრედ ჰიჩკოკი, ბეტ დევისი, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი, მერილ სტრიპი და ჯოდი ფოსტერი.