ამერიკელი კონგრესმენი, „რესპუბლიკელი“ მარიო დიაზ-ბალარტი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. პრესსამსახური განმარტავს, რომ კონგრესმენს გამოუვლინდა ახალი კორონავირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, გამოკვლევამ კი, „კოვიდ-19“ დაადასტურა.
„თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ“, – ასე მიმართა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საზოგადოებას თავად კონგრესმენმა და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მარიო დიაზ-ბალარტი პირველია აშშ-ის კონგრესში, ვისაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა.