ამერიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა
ამერიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა

ამერიკაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 57 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 14 აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 აგვისტოს ქვეყანაში 64 601 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 33 შტატში მოიმატა. უკვე მესამე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად 50 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 7 719 600 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 214 379 ადამიანი.