ამერიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 84 218 შემთხვევა გამოვლინდა
ამერიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 84 218 შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა გამოვლინდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკაში „კოვიდ-19“ 84 218 ადამიანს დაუდასტურდა.

კორონავირუსის მაჩვენებელი მზარდია ოჰაიოში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და უისკონსინში.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა 16 შტატში გამოვლინდა, 11 შტატში კი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ერთი დღით ადრე აშშ-ში კორონავირუსის 76 195 შემთხვევა აღირიცხა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდნეობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 8,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 224 ათასი პაციენტი.