ამერიკამ და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს
ამერიკამ და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებაში, რომელიც პენტაგონის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნდა.

მარკ ესპერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, პოლონეთში არსებული კონტიგენტი, რომლის შემადგენლობაში ამჟამად 4 500 სამხედროა, კიდევ 1 000-ით გაზარდოს.

როგორც მარკ ესპერის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააძლიერებს ნატოს და ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას.