ჯინ შაჰინი - გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა ახლახან დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს
ჯინ შაჰინი - გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა ახლახან დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს.

როგორც სენატორმა აღნიშნა, თეთრმა სახლმა ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

დატოვე კომენტარი