ამელი მორესმო სამწვრთნელო საქმეს უბრუნდება
ამელი მორესმო სამწვრთნელო საქმეს უბრუნდება

წარსულში ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი ამელი მორესო თავის თანამემამულის ლუკა პუიეს მწვრთნელი გახდება, – იტყობინება გაზეთი L’Equipe. ისინი თანამშრომლობას 2019 წლის სეზონიდან დაიწყებენ.

მორესმოს ორი წელია, რაც მიტოვებული ჰქონდა სამწვრთნელო სამუშაო. ის ადრე ბრიტანელი ენდი მარეის მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ამელი გახლდათ დევისის თასზე საფრანგეთის მამაკაცთა ნაკრების კაპიტანი.