როლან გაროსის დირექტორი - თუ რუსი ჩოგბურთელები საკუთარ მთავრობას მხარს დაუჭერენ, მათ მიმართ სანქციები იქნება #1TVSPORT
როლან გაროსის დირექტორი - თუ რუსი ჩოგბურთელები საკუთარ მთავრობას მხარს დაუჭერენ, მათ მიმართ სანქციები იქნება #1TVSPORT

როლან გაროსის დირექტორმა, უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა ამელი მორესმომ „დიდი სლემის“ მეორე ტურნირიდან რუსი ჩოგბურთელების სავარაუდო მოკვეთაზე ილაპარაკა.

„ეს ძალიან რთულია. ალბათ, არ არსებობს სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ იმ აზრზე ვართ, რაც ყველა ევროპულმა ქვეყანამ მარტში დააფიქსირა. კერძოდ, ეს არის რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების დისკვალიფიკაცია. თუმცა, ეს არ ეხებათ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მკაცრად იცავენ ნეიტრალიტეტს.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამას. და თუ რომელიმე მათგანი პრესაში გააკეთებს მთავრობის მხარდასაჭერ განცხადებას, აუცილებლად იქნება სანქციები“, – განაცხადა მორესმომ France Inter-ის ეთერში.

როლან გაროსი პარიზში 22 მაისიდან 5 ივნისამდე გაიმართება.