როლან გაროსს პირველი ქალი დირექტორი ჰყავს #1TVSPORT
როლან გაროსს პირველი ქალი დირექტორი ჰყავს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ამელი მორესმო „დიდი სლემის“ ტურნირის – როლან გაროსის დირექტორად დაინიშნა, – ამის შესახებ იტყობინება საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშნავენ, რომ 42 წლის მორესმო როლან გაროსის ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელია. მან ამ პოსტზე წასულში ცნობილი ჩოგბურთელი გი ფორჟე შეცვალა.

„ვამაყობ იმით, რომ შევუერთდი როლან გაროსის გუნდს. დავთანხმდი გავმხდარიყავი ტურნირის დირექტორი მკაფიო ამბიციებით. ჩემს მოვალეობებს შევასრულებ იგივე მაღალი სტანდარტებით, თავისუფლებითა და მონდომებით, რაც ყოველთვის მეხმარებიდა წინსვლაში“, – განაცხადა „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონმა.