სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 53 და გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 143 პაციენტი მკურნალობს, მათგან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 51 პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 32, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 20, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – რვა,  სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 17.

რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 114 ადამიანი.