ამბროლაურში სტიქიის შემსწავლელი კომისია მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს
ამბროლაურში სტიქიის შემსწავლელი კომისია მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს

სტიქიის შემსწავლელი კომისია მუშაობას ამბროლაურში ხვალ დილიდან დაიწყებს. წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ზარალი ერთ მილიონ ლარს აჭარბებს. კორპუსების გადახურვის პროცესი კი უახლოეს ორ დღეში დაიწყება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება სამშენებლო კომპანიებთან და ყველა კორპუსი გადაიხურება. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს კორპუსების დროებითი მასალით გადახურვის პროცესი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

ამბროლაურის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.