ამბროლაურში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ამბროლაურში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ამბროლაურში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ორი ბრალდებულიდან, ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი აცხადებს, რომ კონფლიქტში გამზავებლის როლს ასრულებდა.

დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.

ის პირი კი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს. ლასო მასთან სტუმრად მყოფი გოგონების ნასვამი მამაკაცებისგან დაცვას ცდილობდა.

დატოვე კომენტარი