ამბროლაურისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ხანძარია
ამბროლაურისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ხანძარია

ამბროლაურისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში კვლავ ხანძარია.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება გუშინ საღამოს შეძლეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენია ჩართული. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს დილით გაჩნდა ხანძარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. ცეცხლი მოსახლეობის საყანე ფართობებსა და თხილის პლანტაციებს უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული, სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.