ამბროლაურის რვა სოფლის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებს
ამბროლაურის რვა სოფლის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიები კილოგრამ ყურძენს ხუთ ლარად იბარებენ და მეტის გადახდას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ყურძნის ჩაბარების მათთვის მისაღები ფასი კილოგრამზე რვა ლარია და თუ ამ თანხას ვერ მიიღებენ, ყურძენს არ გაყიდიან. საუბარია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე, რისი საშუალებითაც მზადდება ხვანჭკარა.

გასულ წელს გლეხებმა ყურძენი შვიდ ლარად გაყიდეს. კილოგრამ ყურძენში კომპანიებმა ხუთი ლარი გადაიხადეს, ორი ლარი კი სახელმწიფომ სუბსიდიის სახით გადაიხადა.