ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის რებილიტაცია მიმდინარეობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის რებილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულება 19 671 177 ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსდებით ხორციელდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

წესი-ურავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება შვიდი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა.