ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯაფარიძის თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ასევე ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეში. გუბერნატორის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.