ამაშუკელის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს
ამაშუკელის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, ინციდენტი მოხდა.

სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობის მინები ჩაამსხვრია.

ადგილზე მაცხოვრებლების თქმით, გაზგასამართი სადგური საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს, რასაც ისინი დიდი ხანია, აპროტესტებენ და სადგურის გადატანას ითხოვენ.

მათივე თქმით, ადგილზე მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა.

აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. დაშავებულია ერთი მოქალაქე. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.