ამანდა ნუნესი - კონკურენტებზე გაცილებით წინ ვარ
ამანდა ნუნესი - კონკურენტებზე გაცილებით წინ ვარ

ბრაზილიაში აღზრდილმა, ყველაზე ნიჭიერმა ქალმა მებრძოლმა ამანდა ნუნესმა ყოველთვის იცოდა, რომ ერთ დღეს ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. ამჟამად, ნუნესს ნამდვილად საოცარი შედეგები აქვს და პლანეტაზე საუკეთესოს ტიტულს სამართლიანად ფლობს.

„მე ახლა ორი დივიზიონის ჩემპიონი ვარ. ყველა გოგონა ჩემთან ბრძოლაზე ფიქრობს. მე ყველასთვის მზად ვარ. მე გაცილებით წინ ვარ მათზე. თითოეულ მათგანთან ვიცი, თუ როგორ გავიმარჯვებ. მეტოქის წაკითხვა კარგად შემიძლია და სწორედ ამიტომ ვარ საუკეთესო, საკუთარ ძალებში თავდაჯერებული და დანარჩენ გოგონებზე უკეთესი,“ – აცხადებს ის.

ამანდა ნუნესის მომდევნო ბრძოლა 9 მაისის ღონისძიებაზე იგეგმებოდა, თუმცა ჩემპიონმა დაპირისპირებაზე მცირე მოსამზადებელი პერიოდის გამო უარი განაცხადა. ამანდა ქვემსუბუქი (featherweight) წონის ტიტულის დაცვას 2020 წელს გეგმავს. ნუნესს ბოლო 10 ბრძოლა აქვს მოგებული და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება.