იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ, „მილანის“ ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოგლუმ პენალტი გამოიყენა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
თურქმა ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 14 მატჩში 53 საგოლე მომენტი შექმნა – ყველაზე მეტი ამ სეზონში TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში – 43.
ასევე ტოპ-ხუთეულში შედიან: ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 41, მემფის დეპაი („ლიონი“) – 41 და კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“) – 40.