ამ სეზონში ყველაზე მეტ საგოლე მომენტს ჰაქან ჩალჰანოგლუ ქმნის

12:05, 27.12.2020

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ, „მილანის“ ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოგლუმ პენალტი გამოიყენა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

თურქმა ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 14 მატჩში 53 საგოლე მომენტი შექმნა – ყველაზე მეტი ამ სეზონში TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში – 43.

ასევე ტოპ-ხუთეულში შედიან: ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 41, მემფის დეპაი („ლიონი“) – 41 და კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“) – 40.

მსგავსი