ამ გოლის ნახვა ნამდვილად ღირს - სიჭინავამ „სიონს“ კუთხურიდან გატანილი გოლით მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ამ გოლის ნახვა ნამდვილად ღირს - სიჭინავამ „სიონს“ კუთხურიდან გატანილი გოლით მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ეფექტური გოლები საქართველოს ჩემპიონატშიც რომ გადის, ამის მაგალითად ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლნისის „სიონის“ ბოლო შეხვედრაც გამოდგება. 

პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ვარლამ კილასონიას გუნდმა თბილისის „მერანი“ დათა სიჭინავას დუბლით დაამარცხა – 2:1. ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ მატჩში „მერანი“ ზურაბ ღირდალაძემ (38-ე წუთზე) დააწინაურა. ბოლნისელთა კაპიტანმა 43-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 49-ე წუთზე გამარჯვების გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.

სიონმა“ ცხრა ტურიდან რვა მატჩი მოიგო და პირველი წრე 24 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მოგებული თამაშის შემდეგ, დათა სიჭინავამ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი წრის ბოლო თამაში იყო და ძალიან სასიხარულოა, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ამაღლებული გრძნობაა, რომ გუნდმა ჩემი გოლებით გაიმარჯვა. პირველ წრეში ყველა თამაშის მოგება გვსურდა. ეს მხოლოდ „გაგრასთან“ ვერ მოვახერხეთ. მიზანი წრის პირველ ადგილზე დასრულება იყო. შევეცდებით, ასეც გავაგრძელოთ. ვამტკიცებთ, რომ პირველ ადგილზე ტყუილად არ ვართ. გულშემატკივარს თანადგომისთვის მადლობას ვუხდით და მოვუწოდებ, რომ უფრო და უფრო მეტი მოვიდნენ. თანადგომას ჩვენი თამაშით დავუფასებთ“, – ამბობს დათა სიჭინავა.

ეს ნიკა სიჭინავასთვის კუთხურიდან გატანილი პირველი გოლი არ არის. 2014 წლის 6 დეკემბერს, თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე „ცხინვალი“- „კოლხეთის“ შეხვედრაში ფოთელებმა მისი დუბლით გაიმარჯვეს. მაშინ პირველი გოლი სიჭინავამ ჯარიმიდან გაიტანა, მეორე კი კუთხურიდან ჩაახვია.