ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა 

17:26, 08.07.2024

კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში დაშავებულია 66 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა საავამდყოფოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი დაღუპული ექიმია. სარაკეტო იერიშის შედეგად ბავშვთა საავდმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ასევე, კიევის დნეპრის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა სამედიცინო ცენტრში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.

დღეს რუსეთის არმიამ რაკეტებით დაბომბა ქალაქი კრივოი როგიც, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. მსხვერპლთა შორის ექვსი მამაკაცი და ოთხი ქალია. რუსეთის არმიის სამიზნე გახდა სლავიანსკი და კრამატორსკიც.

საერთო ჯამში, უკრაინაში დღეს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე შეტევა 38 ჰიპერბგერითი და სტრატეგიული რაკეტით განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.

მსგავსი