მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ალვარო მორატა ახლოს არის „მილანში“ გადასვლასთან.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს ორ დღეში შედგება.
„მილანი“ 31 წლის მორატასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს – 2027-28 წლების სეზონის ბოლომდე. გარიგების თანხა 13 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ უქმეებზე ალვარო მორატა ესპანეთის კაპიტნის რანგში ევროპის ჩემპიონი გახდა.