ალუდა ღუდუშაური - წარსულს ჩაბარდა რეალობა, როდესაც პატიმრობა ავტომატურად გულისხმობდა ადამიანის უფლებების დარღვევას, სტრასბურგმა თქვა, რომ საქართველოში დაცულია მართლმსაჯულება
ალუდა ღუდუშაური - წარსულს ჩაბარდა რეალობა, როდესაც პატიმრობა ავტომატურად გულისხმობდა ადამიანის უფლებების დარღვევას, სტრასბურგმა თქვა, რომ საქართველოში დაცულია მართლმსაჯულება

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ფუჭად ჩავლილია სააკაშვილის წაქეზება, ქვეყანაში სიტუაციის არევისთვის შემოსულიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში წარსულს ჩაბარდა რეალობა, როდესაც პატიმრობა ავტომატურად გულისხმობდა ადამიანის უფლებების დარღვევას.

„სტრასბურგმა თქვა, რომ ცრუპენტელები არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, პოლიტიკური ქულები ჩაეწერათ და ზიანს აყენებდნენ საკუთარ ქვეყანას; თქვა, რომ ამ ადამიანებმა ხელი აიღონ ქვეყნის იმიჯის დაზიანებასა და ტალახის სროლაზე; სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოში დაცულია მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოში წარსულს ჩაბარდა რეჟიმი, რეალობა, როდესაც პატიმრობა ავტომატურად გულისხმობდა ადამიანის უფლებების დარღვევას და პირდაპირ სიკვდილთან იყო გათანაბრებული.

სტრასბურგმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს საკვები; თავი დაანებონ ცრუპენტელობას, სიმულაციას, სააკაშვილს კალორაჟით დადგენილი საკვები მიაწოდონ და ყველამ ფოკუსი გაასწოროს ქვეყნის საკეთილდღეოდ; ხელი აიღონ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.