ალუდა ღუდუშაური - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ შენიშვნებთან, სამწუხაროდ, პრეზიდენტი რადიკალების მხარეს აღმოჩნდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს საერთო არაფერი აქვს არც სამართლებრივ და არც მოტივირებულ შენიშვნებთან.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, პრეზიდენტი რადიკალების მხარეს აღმოჩნდა.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვეტო ვიხილეთ, რომელიც მისი მხრიდან პოლიტიკურად არის გამოყენებული და არაფერი აქვს საერთო არც სამართლებრივ და არც მოტივირებულ შენიშვნებთან. ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი რადიკალი ოპოზიციის ინტერესების გამტარებელი აღმოჩნდა. ეს მაშინ ხდება, როცა კანონის მიზანია, დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება. სამწუხაროდ, პრეზიდენტი რადიკალების მხარეს აღმოჩნდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.