ალუდა ღუდუშაური - სერგი კაპანაძე არის ყოფილი დიპლომატი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეალურად საქართველოს არ ჩაუდენია
ალუდა ღუდუშაური - სერგი კაპანაძე არის ყოფილი დიპლომატი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეალურად საქართველოს არ ჩაუდენია

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სერგი კაპანაძე არის ყოფილი დიპლომატი, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეალურად, საქართველოს არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„იმას ვგულისხმობ, რომ რუსეთი სწორედ იმას ცდილობდა, რასაც კაპანაძე აცხადებდა. ფაქტობრივად, ეს განცხადებები ერთი-ერთშია. ცდილობდა იმას, რომ საქართველოსთვის დაებრალებინა ის, რომ თითქოს, კასეტური ბომბებით ცხინვალი დაბომბა. ეს მსჯელობა, რომელიც არის ოკუპანტისა და ჩვენი ქვეყნის ყოფილი დიპლომატის, ფაქტიურად, ერთი-ერთშია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდონიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.