ალუდა ღუდუშაური - საქართველო იბრუნებს რეგიონში მაღალ პოზიციას, რომელიც ეხება მედიაციას, მშვიდობის კუთხით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს
ალუდა ღუდუშაური - საქართველო იბრუნებს რეგიონში მაღალ პოზიციას, რომელიც ეხება მედიაციას, მშვიდობის კუთხით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს

საქართველო იბრუნებს რეგიონში იმ მაღალ პოზიციას, რომელიც ეხება მედიაციას, რომელიც ეხება მშვიდობის კუთხით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელშეწყობითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„აღსანიშნავია საქართველოს და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული როლი მედიაციის თვალსაზრისით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის რიკერის ჩართულობა. ამ ჩართულობისა და მოქმედების შედეგად უაღრესად მნიშვნელოვანი რამ განხორციელდა, სომხეთს დაუბრუნდა 15 ტყვე, აზერბაიჯანმა მიიღო სომხეთისგან ინფორმაცია იმ რუკების შესახებ, რომელიც ასახავს დანაღმული ტერიტორიების არეალს. საქართველო იბრუნებს რეგიონში იმ მაღალ პოზიციას, რომელიც ეხება მედიაციას, მშვიდობის კუთხით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.