ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ საქმიანი და საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას ოპოზიციამ კვლავ მასკარადი შემოგვთავაზა
ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ საქმიანი და საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას ოპოზიციამ კვლავ მასკარადი შემოგვთავაზა

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი, ყველა იმ გამოწვევაზე იყო პასუხი მის ანგარიშში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ვფიქრობ, ნათელი იყო და ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია აქაც მასკარადის მოწყობას შეეცადა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქმიანი და საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, ოპოზიციამ შემოგვთავაზა კვლავ შოუს და მასკარადის მოწყობა“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება. 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა.