ალუდა ღუდუშაური - სამწუხარო რეალობაა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და არც ექნება
ალუდა ღუდუშაური - სამწუხარო რეალობაა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და არც ექნება

სამწუხარო რეალობაა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს  საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და არც ექნება.

„ოპონენტები ტალახის სროლას და შეურაცხყოფის მიყენებას აღარ ერიდებიან საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. ეს ბატონები საზოგადოებას და ქვეყანას ტალახს რომ ესვრიან და შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ახალი არ არის და ამას მიჩვეული ვართ, მაგრამ პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ იერიში აზიანებს ქვეყანას. ამ ადამიანს ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და არც ექნება“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.