ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილმა ტყუილებში ყველას გაუსწრო, 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ ქართული დაავიწყდა
ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილმა ტყუილებში ყველას გაუსწრო, 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ ქართული დაავიწყდა

ვისურვებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვეს ბოლომდე იმ გზას, რასაც ხაბეიშვილი სთავაზობს. რეალურად, ეს არ არის ხაბეიშვილის გზა, ეს არის მერაბიშვილის, კეზერაშვილის და იმ უბედურების მომტანი ხალხის გზა, რომლებმაც საქართველოს და ქართველ ხალხს რაც დაატეხეს თავს, კარგად ვიცით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ახმოვანებს იმას, რასაც ეუბნებიან.

„გააგრძელონ ასე და დავინახავთ 2024-ში როგორ პირწმინდად დამარცხდებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, რაღა დროს მიშა სააკაშვილია, არ ვიცი, რა როლი უნდა ჰქონდეს. არ ვიცი, როგორ იქნება, სააკაშვილი მობრუნდება და დაუბრუნდება საქართველოს პოლიტიკას თურმე და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე პირად კონტროლზე აიყვანს ხაბეიშვილი, შემდეგ მარცხნიდან მათ მიერ პატივაყრილი მელია დააზღვევს ამ პროცესებს, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. რა როლი უნდა ჰქონდეს, როდესაც თუ ვინმე მსოფლიო ისტორიაში ახსოვთ, როგორც ცნობილი მატყუარა, ყველას გაუსწრო. დღეს მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს, რომელიც 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა. ვხედავდით მთელ ამ კასკადს და საინტერესოა, ახლა როგორ შეაფასებენ ის ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ პრაქტიკულად საათებია დარჩენილი ფატალურ შედეგამდე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.