ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციას რომ საქმის კეთება უნდოდეს, პარლამენტში შემოვიდოდა
ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციას რომ საქმის კეთება უნდოდეს, პარლამენტში შემოვიდოდა

ოპოზიცია თავად ვერ ჩამოყალიბდა და ამით საზოგადოებაც დაიღალა. რა უნდა ოპოზიციას, თავად არ იცის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია რომ ქვეყნის ინტერესებზე იყოს ორიენტირებული, შეასრულებდნენ იმას, რაც მათ საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე დაავალა.

„საქმის კეთება რომ უნდოდეთ და ქვეყნის ინტერესებზე იყვნენ ორიენტირებული, ბუნებრივია, რაც მათ საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე დაავალათ, შეასრულებდნენ და პარლამენტში შემოვიდოდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.