ალუდა ღუდუშაური - ობიექტურმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი
ალუდა ღუდუშაური - ობიექტურმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი

დეპოლარიზაციას ორი მხარის მზაობა სჭირდება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყნის ხვალინდელ მომავალს ეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნედ პრაისი აღნიშნავს: „ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის“.

მისივე თქმით, ობიექტურმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი, რომ უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესზე და ერთხელ მაინც თავიანთი ცხოვრების განმავლობაში წინა პლანზე ქვეყნის ინტერესები დააყენონ.

„წარმოუდგენელია, დეპოლარიზაცია ორივე მხარის გარეშე. ჩვენ ვმუშაობთ რეკომენდაციების შესრულებაზე, თუმცა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი თქვა ოპოზიციის ნაწილმა. საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ციფრებს ამოვიღებთ, მაგალითად, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. დავინახავთ, რომ საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე. როცა უკუსვლაზე და ხალხის საწინააღმდეგო მოქმედებაზე ვსაუბრობთ, ეს აზიანებს ქვეყანას. საზოგადოება კარგად ხედავს, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას. ხალხის ნება იზომება არჩევნებზე და ვერავინ ვერ დადგება ხალხის ნებაზე მაღლა. ნედ პრაისი რატომ გვაკრიტიკებს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. რადიკალი ოპოზიციის ნატვრა და მიზანია, რომ როგორმე, საკუთარ ქვეყანას სანქციები დაუწესონ. ეს თავშივე განწირულია, რადგან ნებისმიერი პირი, ვინც გაიფიქრებს, რომ საკუთარ ქვეყანას შეიძლება, სანქციები დაუწესდეს და თან არც იმას ამბობს, რის გამო უნდა დაუწესდეს, ეს საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოუდგენელი მტრობაა. ვერავინ მიაღწევს იმას, რომ საქართველოს ინტერესი იყოს დაზიანებული. საერთაშორისო სანქციებს არ ვარღვევთ და ვიცავთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.