ალუდა ღუდუშაური - ნატო-ს სამიტზე მოხდება იმ პროგრესის ხაზგასმა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია, ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ალიანსის მიერ
ალუდა ღუდუშაური - ნატო-ს სამიტზე მოხდება იმ პროგრესის ხაზგასმა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია, ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ალიანსის მიერ

იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ნატო-ს მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტზე მოხდება იმ პროგრესის ხაზგასმა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ნატო-ს მიერ და საბოლოოდ, ევროატლანტიკურ სივრცეში ვიხილავთ საქართველოს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიზანს, შრომას წარმოადგენს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნატო-ს მხრიდან სათანადოდ იქნება დაფასებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.