ალუდა ღუდუშაური - მესამე ძალა იქნება გახარია, ზურაბიშვილი, „ლელო“ თუ გვარამია, ისინი საერთო წიაღიდან არიან წამოსული, კარგად დაძველებულ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ
ალუდა ღუდუშაური - მესამე ძალა იქნება გახარია, ზურაბიშვილი, „ლელო“ თუ გვარამია, ისინი საერთო წიაღიდან არიან წამოსული, კარგად დაძველებულ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ

ოპოზიციის მდგომარეობა არათუ არასახარბიელო, არამედ ძალიან ცუდია. საკუთარი პროპაგანდა ააგეს იმაზე, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამით მუხტი ხელოვნურად აეწიათ, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რათა ამ გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, დღევანდელი მოცემულობით, სასტარტო პოზიციით, „ქართულ ოცნებას“ დიდი უპირატესობა აქვს.

„პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება. ეს არც გასაკვირი და არც მოულოდნელია, ძალიან სამართლიანი და ლოგიკურია. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა, შიდა თუ გარე გამოწვევების ფონზე ეს პერიოდი ღირსეულად გაევლო და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიეღო. მესამე ძალა იქნება გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან არიან წამოსული, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით. ესენი გადაზღვევაზე შემოყვანილი პაიკები არიან და კარგად დაძველებულ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, რეალურად კი, არანაირი მესამე ძალა არ არსებობს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.